ამერიკის შეერთებულ შტატებში საუნივერსიტეტო გუნდების – “ჩიკაგო ატლეტიქსისა” და “ჰიუსტონ რეპტორსის” შეხვედრა მსაჯზე თავდასხმით დასრულდა.
მატჩის მიწურულს, ერთ-ერთმა მსაჯმა ტექნიკური ჯარიმა მისცა “ატლეტიქსის” მოთამაშეს. მსაჯსა და კალათბურთელს შორის სიტყვიერი კონფლიქტი წარმოიშვა, რამაც “ჩიკაგოს” მთელი გუნდის აგრესია გამოიწვია.
გუნდის ვერსიით, ჩხუბი სწორედ არბიტრმა დაიწყო. მან უხამსად მიმართა ერთ-ერთ მოთამაშეს და ხელი უბიძგა მას. კალათბურთელმაც იგივეთი უპასუხა.
თუმცა, სხვა ვერსია აქვს მოწინააღმდეგე გუნდს. “ჰიუსტონის” მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ სწორედ “ჩიკაგოს” მოთამაშე პირველი დაესხა თავს რეფერის.