აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადა სერბეთთან გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადა სერბეთთან გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში სერბეთი 110:84 დაამარცხა.

ამერიკელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 58:49 გავიდნენ. მესამე და მეოთხე მეოთხედშიც სერბეთს მეტოქესთან მიახლოების საშუალება არ მისცემია.

აშშ-ის რიგებში საუკეთესო 23 ქულით კევინ დურანტი იყო, მან აღნიშნული მაჩვენებელი 16 წუთში დააფიქსირა. შეხვედრა 21 ქულით დაასრულა ლებრონ ჯეიმსმა. რაც შეეხება სერბეთს, მათ რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკოლა იოკიჩი გახლდათ.

სერბეთსა და აშშ-თან ერთად C ჯგუფში სამხრეთ სუდანი და პუერტო რიკო თამაშობენ. პირველ ტურში აფრიკულმა ნაკრებმა მეტოქეს 90:79 სძლია.