აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო - რუსეთმა და ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების სანაცვლოდ ფიფა-ს ჩინოვნიკებს ქრთამი მისცეს
ვრცელი გამამტყუნებელი აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს გადაეცა, შეიცავს მრავალრიცხოვან ბრალდებებს ფიფა-ში კორუფციასთან დაკავშირებით, – წერია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
იტყობინებიან, რომ რუსეთმა და ყატარმა მსოფლიოს 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მისაღებად ფიფა-ს ჩინოვნიკები მოისყიდეს. ბრალდებაში წერია, რომ ფიფა-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა რუსეთისგან მიიღო ქრთამი 5 მილიონი დოლარის ოდენობით. რაფაელ სალგეროს, რომელიც ასევე იყო ფიფ-ას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, რუსეთისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ერთი მილიონი დოლარს დაპირდნენ.
ყატარის კანდიდატურისთვის ხმის მიცემისთვის ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ და ფიფა-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ნიკოლას ლეოსმა.