აშშ-ს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სანქციები შემოაქვს #1TVSPORT
ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები შემოაქვს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ, – იტყობინება თეთრი სახლის ვებგვერდი.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემოაქვს დღეისთვის ყველაზე მსხვილი სანქციები ბელარუსის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, მათ შორის, ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ, რომელიც დადანაშაულებულია ფულის გათეთრებაში, სანქციებისადმი თავის არიდებასა და სავიზო აკრძალვებისთვის გვერდის ავლაში. ამ ორგანიზაციას ასევე საყვედური გამოუცხადა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმის გამო, რომ მას არ ძალუძს ბელარუსი სპორტსმენების დაცვა პოლიტიკური დისკრიმინაციისა და რეპრესიებისგან“, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
1 აგვისტოს ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს თამაშებს ჩამოაშორა მორბენალი კრისტინა ტიმანოვსკაია და ეს მისი „ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ ახსნა.
მანამდე მძლეოსანმა, რომელიც 100 და 200 მეტრზე რბენაში სპეციალიზდება, ქვეყნის ნაკრების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, როცა გაიგო, რომ მის დაყენებას აპირებდნენ 4×400 მეტრზე ესტაფეტაში.
მოგვიანებით, ტიანოვსკაიამ გამოაცხადა, რომ მას ემუქრებოდნენ და მისი ნების საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ ტოკიოდან მინსკში გადაყვანას. პოლონეთმა სპორტსმენს ჰუმანიტარული ვიზა მისცა და ახლა, ტიანოვსკაია ვარშავაში იმყოფება.