აშშ-მა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
აშშ-მა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

14 და 17 სექტემბერს, აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებს გამართავს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქეები იქნებიან – ურუგვაისა და პანამას ნაკრებები. მოახლოებული მატჩების წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა წარმოადგინა.
12 კალათბურთელს შორის, მხოლოდ ორის გამოყოფა შეიძლება – ჰენრი ელინსონი („დეტროიტი“) და ფრენკ მეისონი („საკრამენტო“). დანარჩენებმა გასული სეზონის დიდი ნაწილი განვითარების ლიგის გუნდებში გაატარეს.


სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ბრაის ელფორდი („ოკლაჰომა“), დუეინ ბეიკონი („შარლოტი”), ჰენრი ელინსონი („დეტროიტი“), რეჯი ჰირნი („გრანდ-რეპიდზ დრაივი“), აიზეა ჰიქსი („ნიუ იორკი“), დაკარი ჯონსონი (თავისუფალი აგენტი), ფრენკ მეისონი („საკრამენტო“), ბენ მური („ფორტ უეინი“), ჩეისონ რენდლი („კეპიტალ სიტი“), ტრევის ტრაისი („მილუოკი“), ჯამილ უორნი („ტექსას ლეჯენდსი“), დერის უაიტი („სან ანტონიო“).