აშშ-მ სანქცია დაუწესა ოლიმპიურ ჩემპიონს ალინა კაბაევას #1TVSPORT
აშშ-მ სანქცია დაუწესა ოლიმპიურ ჩემპიონს ალინა კაბაევას #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილებამ გამოაქვეყნა ახალი სანქცირებული რუსების სია, რომელშიც ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა მოხვდა.

მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონი შეიყვანეს Specially Designated Nationals-ის (SDN) სიაში, რომელიც ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას და დოლარის სისტემიდან იზოლაციას.

39 წლის კაბაევა ჰოლდინგ „ეროვნული მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.