აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გენოციდად აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გენოციდად აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
„ეს რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა რეზოლუციის ავტორმა, სენატორმა ჯიმ რიშმა.
რეზოლუციის პროექტი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ნატო-სა და ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთად, მხარი დაუჭიროს უკრაინას. ასევე, დოკუმენტში მხარდაჭერაა გამოთქმული რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნასა და საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.