აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა - კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას
აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა - კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებენ.

შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.