აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრები ფედერაციისგან 24 მილიონ დოლარს მიიღებენ - ისინი ექვსი წელი იბრძოდნენ შრომის თანაბარი ანაზღაურებისთვის #1TVSPORT
აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრები ფედერაციისგან 24 მილიონ დოლარს მიიღებენ - ისინი ექვსი წელი იბრძოდნენ შრომის თანაბარი ანაზღაურებისთვის #1TVSPORT

ამერიკის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 24 მილიონ დოლარს მიიღებს იმ შეთანხმების თანახმად, რომელსაც შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ დავის გადაწყვეტისას მიაღწიეს.

აშშ-ის ქალთა ნაკრებს ექვსი წელი სასამართლო გარჩევა ჰქონდა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან. ფეხბურთელები ითხოვდნენ ზუსტად იმ ანაზღაურებას, რომელიც მამაკაცთა ნაკრების წევრებს აქვთ.

მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. ფეხბურთელებს შორის განაწილდება 22 მილიონი დოლარი – ეს დაახლოებით მესამედი თანხაა იმისა, რასაც ისინი დანაკარგის ანაზღაურების სახით ითხოვდნენ.

გარდა ამისა, ფედერაცია ასევე შექმნის ფონდს 2 მილიონ დოლარზე. ის დაეხმარება ფეხბურთელებს სამომავლო კარიერაში მას შემდეგ, რაც ისინი ფეხბურთის თამაშს შეწყვეტენ. ასევე ლაპარაკია საქველმოქმედო აქტივობებზე, რომელიც მიმართული იქნება ქალთა სპორტის განვითარებისკენ.

გარდა ამისა, ფედერაცია პირობას დებს, რომ ამიერიდან, ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებს თანაბარი შემოსავალი ექნებათ, მათ შორის, ბონუსები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სანაცვლოდ.