აშშ-ის მწვრთნელი - ჩვენ არ გვყავს საკუთარი დეპაი, მაგრამ ამ გუნდს მომავალი აქვს #1TVSPORT
აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგ ბერჰალტერმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდებთან დამარცხებაზე (1:3) გააკეთა კომენტარი და საკუთარი გუნდის პერსპექტივას გაუსვა ხაზი.
„ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა პროგრესი განიცადა, აქვს მკაფიო სახე, მოთამაშეები იბრძვიან ერთმანეთისთვის. ტურნირის განმავლობაში დაცვაში ბევრი ვიშრომეთ. თუ გადავხედავთ დღეს ორ გუნდს შორის განსხვავებას, ნიდერლანდებმა თავისი შანსებით ისარგებლა – ჩვენ რეალიზაცია დაგვაკლდა.
თუმცა, ამის გამოსწორებას დრო სჭირდება, ჩვენ კი ახალგაზრდა გუნდი გვყავს. უბრალოდ, ახლა ჩვენ საკუთარი მემფის დეპაი არ გვყავს“, – განაცხადა აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა RMC Sport-სთან ინტერვიუში.
ამერიკის ნაკრებმა კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ნიდერლანდები კი მეოთხედფინალში არგენტინას შეხვდება.