აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა როდჩენკოვის კანონს – დოპინგი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

14:01, 31.01.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ანტისადოპინგო კანონს, რომელსაც სახელი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორის, გრიგორი როდჩენკოვის საპატივცემულოდ (Rodchenkov Act) დაარქვეს.

საერთაშორისო სპორტში დოპინგ-სქემებში მონაწილეობისთვის კანონი ითვალისწინებს ერთი მილიონ დოლარამდე ჯარიმას და 10 წლამდე პატიმრობას. კანონის გამოყენებას აპირებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე.

აღნიშნავენ, რომ სპორტსმენებსა და სხვა პირებს, რომლებიც დოპინგ-თაღლითობის მსხვერპლნი გახდებიან, ზარალის აუცილებელი ანაზღაურების უფლება აქვთ. აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიის (დემოკრატიული და რესპუბლიკური) სენატორებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

„გამოცდილებით ვიცით, რომ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის კორუმპირებული ხელისუფლების ნეგატიურ ქმედებებს. მოვიდა დრო, შემოვიღოთ მკაცრი სასჯელი რუსულ თაღლითობაზე“, – განაცხადა დემოკრატების წარმომადგენელმა შელდონ უაიტჰაუსმა.

უფრო ადრე, ეს კანონპროექტი გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც შიშობს, რომ აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის ქვეშ მოექცევა ყველა სპორტსმენი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში გამოდის.

მსგავსი