აშშ-ის ღიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის თამაში თითქმის გამოირიცხა #1TVSPORT
აშშ-ის ღიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის თამაში თითქმის გამოირიცხა #1TVSPORT

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირს – ამერიკის ღია პირველობას, რადგან კვლავინდებურად არ სურს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქვეყანაში შესვლის განახლებული წესები. ახალი დირექტივის თანახმად, ამერიკაში ჩასული ნებისმიერი ადამიანი ვაქცინირებული უნდა იყოს COVID-19-ზე.

„ადამიანებმა, რომლებიც არ არიან აშშ-ის მოქალაქეები, უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ სრულად ჩაიტარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იქამდე, სანამ თვითმფრინავში ჩასხდებოდნენ. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ შეზღუდული გამონაკლისები“, – წერია ცენტრის განცხადებაში.

აშშ-ის ღია პირველობა 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება.