აშშ-ის ღია პირველობის მსაჯი კორუფციის გამო სამუშაოს ჩამოაშორეს
აშშ-ის ღია პირველობის მსაჯი კორუფციის გამო სამუშაოს ჩამოაშორეს

აშშ-ის ღია პირველობაზე მომუშავე ვენესუელელი არბიტრი არმანდო გონსალესი ორწლინახევრით ჩამოაშორეს საქმიანობას. ეს გადაწყვეტილები ჩოგბურთში ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის დამოუკიდებელმა ორგანომ (TIU) მიიღო.

ორგანიზაციის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ 2018 წელს, მსაჯმა დამალა კორუფციულ სქემაში მისი ორჯერ ჩათრევის მცდელობა და არც ისე აქტიურად ეხმარებოდა გამოძიებას.

40 წლის მსაჯის დისკვალიფიკაციის ათვლის ფორმალური თარიღია 18 ივნისი. გონსალესი 5 ათასი დოლარითაც დააჯარიმეს, მაგრამ ეს ჯარიმა ათას დოლარამდე შემცირდება, თუ მომავალში მსაჯი არ ჩაიდენს კორუფციასთან დაკავშირებულ საქციელს.