აშშ-ის ღია 2024 - ქალთა ბადის პოტენციური მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT
ნიუ იორკში გაიმართა აშშ-ის ღია პირველობის წილისყრა. ტურნირი 26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება. გთავაზობთ ქალთა ბადის პოტენციურ მეოთხედფინალურ წყვილებს იმ შემთხვევისთვის, თუ პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები წარმატებით გაივლიან პირველ ოთხ წრეს.
აშშ-ის ღია 2024, ქალები. პოტენციური მეოთხედფინალური წყვილები:
იგა შვიოტეკი (პოლონეთი, 1)-ჯესიკა პეგულა (აშშ, 6)
ელენა რიბაკინა (ყაზახეთი, 4)-იასმინ პაოლინი (იტალია, 5)
კორი კაუფი (აშშ, 3)-ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხეთი, 8)
არინა საბალენკა (2)-კინვენ ჟენგი (ჩინეთი, 7)
აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია კორი გაუფი. 2023 წლის ფინალში მან სამ სეტში დაამარცხა არინა საბალენკა – 2:6, 6:3, 6:2.