აშშ-ის ღია 2024 - მამაკაცთა ბადის პოტენციური მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2024 - მამაკაცთა ბადის პოტენციური მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT

ნიუ იორკში გაიმართა აშშ-ის ღია პირველობის წილისყრა. ტურნირი 26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება. გთავაზობთ მამაკაცთა ბადის პოტენციურ მეოთხედფინალურ წყვილებს იმ შემთხვევისთვის, თუ პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები წარმატებით გაივლიან პირველ ოთხ წრეს.

აშშ-ის ღია 2024, კაცები. პოტენციური მეოთხედფინალური წყვილები:

იანიკ სინერი (იტალია, 1)-დანიილ მედვედევი (5)

კარლოს ალკარასი (ესპანეთი, 3)-ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი, 7)

კასპერ რუუდი (ნორვეგია, 8)-ალექსანდრ ზვერევი (გერმანია, 4)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 2)-ანდრეი რუბლიოვი (6)

აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია ნოვაკ ჯოკოვიჩი. 2023 წლის ფინალში მან სამ სეტში დაამარცხა დანიილ მედვედევი – 6:3, 7:6 (7:5), 6:3.