აშშ-ის ღიაზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია
აშშ-ის ღიაზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ამერიკის ღია პირველობაზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ქალების ტურნირზე მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ნაომი ოსაკამ და მედისონ კისმა.

ოსაკამ 57 წუთში გაანადგურა უკრაინელი ლესია ცურენკო – 6:1, 6:1. იაპონელმა რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ერთხელაც არ დათმო საკუთარი მოწოდება. ოსაკა პირველი იაპონელია 1996 წლის შემდეგ, ვინც აშშ-ის ღიას ქალთა ტურნირზე ნახევარფინალამდე მივიდა.

ასევე დიდი ბრძოლა არ ყოფილა მეოთხედფინალში ამერიკელ მედისონ კისსა და ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს შორის. შარშანდელმა ფინალისტმა თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა და არც ერთი თავისი გეიმი არ დათმო.

საინტერესოა, რომ ქალთა ტურნირზე ნახევარფინალურ ეტაპზე TOP10-ის არც ერთი წარმომადგენელი არ არის.

ქალები
1/4 ფინალი
კისი (აშშ, 14)-სუარეს ნავარო (ესპ, 30) 6:4, 6:3
ოსაკა (იაპ, 20)-ცურენკო (უკრ) 6:1, 6:1
1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 17)-სევასტოვა (ლატ, 19)
კისი (აშშ, 14)-ოსაკა (იაპ, 20).