ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა - „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 4:0 დაამარცხა
ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა - „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 4:0 დაამარცხა

თბილისის „ლოკომოტივმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუსულ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართა. მართალია, მოსკოველებმა მეორე შემადგენლობა დააყენეს, მაგრამ შედეგი მოულოდნელი და სასიხარულოა – თბილისელებმა 4:0 მოიგეს.

„იმედია, მსაჯი თამაშს დროს არ დაამატებს“, – რუსული კლუბის კომენტარორის ეს სიტყვები ასახავს მატჩის მსვლელობას, რომელშიც თბილისელები უპირატესობასაც ფლობდნენ და რაც მთავარია, კლასით მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ.

32-ე წუთზე ულად ომარ იმრანმა მეკარეს კარიდან წინ გამოსვლა არ აპატია და ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემა ვიტალი ლისცოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 56-ე წუთზე მოსკოველთა კარი კიდევ ერთხელ იმრანმა აიღო – თბილისელთა მაროკოელმა ლეგიონერმა რატი მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემა შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა და დუბლი შეასრულა. ხოლო 79-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან ირაკლი სიხარულიძემ მეოთხეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0 თბილისელთა სასარგებლოდ.

„ლოკომოტივი“ თბილისი – „ლოკომოტივი“ მოსკოვი 4:0

გოლები: 1:0 იმრანი (32), 2:0 ლისოვი (47. ავტოგოლი), 3:0 იმრანი (56), 4:0 სიხარულიძე (78)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა – სამურკასოვი, შონია – კირკიტაძ,ე იმრანი, კახაბრიშვილი – გავაშელიშვილი

შეცვლაზე: კოპალიანი, სიხარულიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ქველაძე, კაშია, იაკობიძე, ბუიღლიშვილი, მუკბანიანი, ჭიაბრიშვილი, დარცმელია