ასეთი მხარდაჭერა ბავშვთა ფეხბურთს არასოდეს ჰქონია – ფეხბურთის ფედერაცია და ფონდი აკადემიებს დააფინანსებენ
2019 წელს ფეხბურთის ფედერაქციის ლიცენზირების კომიტეტმა I-კატეგორიის აკადემიის სტატუსი რამდენიმე საფეხბურთო სკოლას მიანიჭა – თბილისის „დინამოს“, „საბურთალოს“, „ლოკომოტივის“ და მარტვილის აკადემიებს. ამ ტიპის მხარდაჭერა ბავშვთა ფეხბურთს არასოდეს ჰქონია. ამ ინფორმაციის მარტვილის აკადემიის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ცნობაში მიითებულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ყოველთვიურად ლიცენზირებულ I-კატეგორიის აკადემიებს 20.000 ლარით დააფინანსებს, რაც 2019 წელს 6-თვიან პერიოდზე შეადგენს 120.000 ლარს.
„მარტვილის საფეხბურთო სკოლა 2011 წლიდან მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში მიზანდასახულად მიიწევდა ჩამოყალიბებულიყო საფეხბურთო აკადემიად, მაგრამ ჩვენ ასეთ მოკლე დროში ვერანაირად ვერ მივაღწევდით დღევანდელ შედეგს ჩვენი პარტნიორი და განვითარებაში მხარდამჭერი რომ არ ყოფილიყო საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი. აღნიშნულიდან გამომდინარე მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის დინამოს პრეზიდენტს ბატონ რომან ფიფიას გამოცხადებული ნდობისათვის და გუნდის აკადემიის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს ყოველდღიური მხარდაჭერისათვის“ – წერია მარტვილის აკადემიის გვერდზე.