AS – მსოფლიო ჩემპიონატის დროს მესიზე თავდასხმა მზადდებოდა, გავრცელდა პოლიციის საიდუმლო მასალები #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე სერიოზული მუქარის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ პოლიციის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს ესპანური გაზეთი AS-ი.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთ შეტყობინებაში უცნობი პირი ამტკიცებდა, რომ სტადიონზე ასაფეთქებელი მოწყობილობით შეღწევასა და არგენტინელ ფორვარდზე თავდასხმას აპირებდა.
სამართალდამცავები მიღებულ შეტყობინებებს სრული სერიოზულობით მოეკიდნენ: სტადიონისა და მიმდებარე ტერიტორიის შესამოწმებლად აამოქმედეს განაღმვის ჯგუფები და კინოლოგიური სამსახურები. საბედნიეროდ, არცერთი დაფიქსირებული მუქარა არ განხორციელებულა და ჩემპიონატმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.