AS-ი - იანვარში მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს სატრანსფერო წინადადებით მიმართავს #1TVSPORT
ესპანური სპორტული გამოცემის, Diario AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს სატრანსფერო წინადადებით კიდევ ერთხელ 2024 წლის იანვარში მიმართავს.
წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერს გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღეს მისცემს. „რეალის“ ხელმძღვანელების სურვილია, მბაპე 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა პარიზელებს სურთ, ფეხბურთელმა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გამოიყენოს და საფრანგეთის დედაქალაქში 2024/25 წლის სეზონის ბოლომდე დარჩეს.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.