არველაძეების ფონდი პროექტებს 2020 წელსაც განახორციელებს
არველაძეების ფონდი პროექტებს 2020 წელსაც განახორციელებს
ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი პროექტების განხორციელებას 2020 წელსაც გააგრძელებს – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ განაცხადა.
 
ქართველმა სპეციალისტმა ფონდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა.
„შესაძლოა, ჩვენ ბევრ კორტებს და მოედნებს არ ვაკეთებთ, მაგრამ სტადიონები ისეთ ადგილებში გავხსენით, სადაც ბავშვებს უჭირთ. თურქეთის საელჩოსთან კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა. მოედნების ზომასაც გავზრდით, ძალიან პატარაც რომ არ გამოვიდეს. დღის წესრიგის იქნება სტიპენდიანტების თემა და 10-12 ბავშვს დახმარება და დაზღვევა არ მოაკლდება“ – ამბობს „ტაიმაუტში“ შოთა არველაძე.