შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გასვლაზე დაასრულა – ქართველი მწვრთნელის გუნდი ჩემპიონშიფის 43-ე ტურში პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლ „მილუოლს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
„ჰალმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ქართველმა მწვრთნელმა შემადგენლობაში სამი ცვლილება შეიტანა. „სიტიმ“ ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან 3 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. არველაძის გუნდმა მეტოქეს ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა და პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა.
„ჰალ სიტიმ“ საქმე მეორე ნახევრის ოთხწუთიან მონაკვეთში გაირთულა. სკოტ მელოუნის (51-ე წუთზე) და ტომ ბრედშოუს (54-ე წუთზე) გოლები გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტომ ივზმა 87-ე წუთზე მასპინძელთა კარი აიღო, „ჰალმა“ თამაში ვეღარ გადაარჩინა და 2:1 დამარცხდა.
43 ტურის შემდეგ „ჰალ სიტი“ 47 ქულით მაინც მე-19 ადგილზე დარჩა, რადგან „ბირმინგემი“ (მე-20 ადგილი, 45 ქულა) გასვლაზე „ბლეკპულთან“ 6:1 განადგურდა.