ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჰალ სიტი“„ბრისტოლს“ დაუპირისპირდა.
მატჩი შოთა არველაძის შეგირდებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო და „ჰალი“ 72-ე წუთამდე საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა. თუმცა, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.
ანგარიში 72-ე წუთზე ტუფანმა პენალტით გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, დამატებულ მე-3 წუთზე (90+3) სერიმ სტუმრების კარი აიღო და ქართველი სპეციალისტის გუნდმა ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა – 2:1.
ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში (6 აგვისტოს) „ჰალი“ გასვლაზე „პრესტონს“ შეხვდება.