არველაძეს „ჩელსის“ მეკარის დამატება სურს - პრობლემა აბრამოვიჩის ყოფილ გუნდში არსებული გაურკვევლობაა #1TVSPORT
შოთა არველაძე და ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტი“ ლონდონის „ჩელსის“ მეკარე ნათან ბაქსტერის დამატებას ცდილობენ, მაგრამ ლონდონელების მხრიდან პრობლემები ექმნებათ – ინფორმაციას „ჰალ დეილი მაილი“ ავრცელებს.
„შოთა არველაძესა და „ჰალ სიტის“ სურთ, რომ საიჯარო პერიოდში შთამბეჭდავად ჩატარებული მატჩების შემდეგ, ახალგაზრდა მეკარე მომავალ სეზონშიც დაიმატონ. თავად ბაქსტერი მზად არის დასაბრუნებლად, რადგან მას მცირე შანსი აქვს, რომ თომას ტუხელის მთავარ გუნდში მოხვდეს“, – წერს გამოცემა.
„ჰალ დეილი მაილის“ ინფორმაციით, ქართველის გუნდს ტრანსფერის განხორციელებაში პრობლემას რომან აბრამოვიჩისათვის დაწესებული სანქციები უქმნის.
„გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ტან კესლერმა განაცხადა, რომ „ჩელსიში“ არსებული საკუთრების მდგომარეობა აფერხებს „ჰალ სიტის“ იმედებს, გააფორმოს მეკარე ნათან ბაქსტერთან მუდმივი კონტრაქტი. პრემიერ ლიგის კლუბი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გადაწყვიტა რომან აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესება, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მისი სავარაუდო კავშირებისა და უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმის გამო. კესლერი ამბობს, რომ „ჩელსიში“ არსებული პრობლემები სწრაფად თუ არ მოგვარდება, მზად არიან სხვა მეკარე მოძებნონ“.