არტეტა - „არსენალისთვის“ საუკეთესო წამალი „ჩელსის“ დამარცხება იქნება
დღეს, 26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში ლონდონური დერბი გაიმართება – „არსენალი“ „ჩელსის“ წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონი „არსენალისთვის“ არასახარბიელოდ დაიწყო და ლონდონური გრანდი სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზე იმყოფება (ოთხი მოგება, ორი ფრე და რვა მარცხი). ამ გარემოების გათვალისწინებით, „არსენალისთვისა“ და მისი ესპანელი მწვრთნელის, მიკელ არტეტასთვის თანაქალაქელ „ჩელსისთან“ დაპირისპირება ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი იქნება.
„ჩვენ გამარჯვევების პერიოდი და საკუთარი თავის რწმენა უნდა დავიბრუნოთ, – ციტირებს „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Goal.com. – საკუთარ ძალებში დარწმუნება ჩვენს ფეხბურთელებს განსაკუთრებით სჭირდებათ, რადგან ახლაც, ამ მატჩამდე ძალიან აღელვებულები არიან.
ჩემი ფეხბურთელებისთვის დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ყველაზე კარგი წამალი იქნება, რაც კი შეიძლება არსებობდეს“, -მიაჩნია მიკელ არტეტას.