არტემ მილევსკი – საქართველოს ნაკრებთან უკრაინის თამაში სრული კრახი იყო #1TVSPORT

11:50, 09.10.2026

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არტემ მილევსკიმ ერთა ლიგაზე ეროვნული გუნდის გამოსვლით და ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მალდერას საქმიანობით უკმაყოფილება არ დამალა.

„რა უნდა ვთქვა მალდერაზე? როგორც ვიცი, ის ანდრეი შევჩენკოს მეგობარია. შეიძლება, ერთად დასხდნენ, ღვინო დალიეს და უცებ – ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. შესაბამისი შედეგიც ვიხილეთ.

პირველ ტურში უნგრეთთან გაგვიმართლა და მოვიგეთ. შემდეგი მატჩი საქართველოსთან სრული კრახი იყო, შემადგენლობის ასეთი შეცვლა აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება გახლდათ.

საერთოდ, წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს მალდერა სინამდვილეში ან რას ფიქრობენ ფეხბურთის ფედერაციაში. უბრალოდ, სხედან და მოწყენილი სახეები აქვთ, რეალურად კი არავინ არაფერს აკეთებს“.

მსგავსი