არტემ დოვბიკი საქართველოსთან სათამაშოდ მზადაა, თუმცა შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ოლექსანდრ ტიმჩიკი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
არტემ დოვბიკი საქართველოსთან სათამაშოდ მზადაა, თუმცა შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ოლექსანდრ ტიმჩიკი ვერ დაეხმარება #1TVSPORT

არტემ დოვბიკი უკრაინის ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ერთა ლიგაზე „რომას“ თავდამსხმელის შესაძლო ვერმონაწილეობაზე გავრცელებულ ხმებს საფუძველი არ აქვს, – ინფორმაციას sport-express.ua ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ დობვიკმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. „რომას“ თავდამსხმელს მუხლის არეში დისკომფორტი ჰქონდა. უკრაინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სერგეი რებროვის გუნდის შეკრება კიევის „დინამოს“ მცველმა, ოლექსანდრ ტიმჩიკმა დატოვა. უკრაინის ნაკრების პრესსამსახური ამ გადაწყვეტილების მიზეზებს არ აზუსტებს. ის ლვოვის „რუხის“ მარჯვენა მცველმა, ალექსეი სიხმა ჩაანაცვლა, რომელიც ნაკრებში კარიერაში პირველად მიიწვიეს.

ტრავმისა და სხვა მიზეზების გამო ბოლო მომენტში უკრაინის ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ვიქტორ ციგანკოვი, ვიტალი ბუიალსკი და ანდრეი ლუნინი, ხოლო „ჯენოას“ ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს დაშავდა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი ბათუმში 16 ნოემბერს ჩატარდება.