ლონდონის არსენალის ბერძენი მცველი სოკრატისი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს, კაპიტან ლორენ კოშელნის კი გამოკვლევები უტარდება და შესაძლოა ყბის მოტეხილობა დაუდგინდეს. ორივე ეს ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ ასოციაციის თასის მატჩში დაშავდა: სოკრატისი 21-ე წუთზე გახდა შესაცვლელი, რისი მიზეზიც მარცხენა ფეხის გადაბრუნება გახდა, კოშელნის კი რომელუ ლუკაკუსგან მოხვდა სახეში და 64-ე წუთზე გავიდა მოედნიდან.
არსენალის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ დეკემბერში დაეწყო, როდესაც რობ ჰოლდინგი დაიმტვრა, მოგვიანებით კი იგივე ბედი ეკტორ ბელიერინს ეწია. ორივე ეს ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არსენალი მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს მეექვსეზე მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს.