„არსენალს“ ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი მარტინ ოდეგორი რამდენიმე კვირით გამოაკლდა #1TVSPORT
ლონდონის „არსენალისა“ და ნორვეგიის ნაკრების კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა ავსტრიასთან ერთა ლიგის შეხვედრის დროს კოჭის ტრავმა მიიღო.
ჩატარებული კვლევების შედეგადად დადგინდა, რომ ფეხბურთელი თავის კლუბს, „არსენალს“, მინიმუმ, სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება და რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგაში „ტოტენჰემთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – ბერგამოს „ატალანტასთან“.
ოდეგორის მდგომარეობას კიდევ დააკვირდებიან და მან, შესაძლოა, მონაწილება ვერც ოქტომბრის სანაკრებო შესვენების დროს ერთა ლიგის მატჩებში მიიღოს.
ნორვეგიის ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე B3 ჯგუფში გამოდის. პირველ ტურში სკანდინავიელებმა სტუმრად ყაზახეთთან 0:0 ითამაშეს, ხოლო შემდეგ საკუთარ მოედანზე ავსტრია 2:1 დაამარცხეს. შემდეგი შეხვედრა მათ 10 ოქტომბერს სლოვენიასთან ელით.