„არსენალმა“ პრემიერლიგის ახალი გათამაშების სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – მიკელ არტეტას გუნდმა ისევ ლონდონურ დერბიში გაიმარჯვა, ამჯერად, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ – 2:1.
25-ე წუთზე „არსენალი“ ალექსანდრ ლაკაზეტმა დააწინაურა, რომელმაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის პასის შემდეგ თავით გაიტანა. ეს ფრანგის 50-ე გოლი იყო „არსენალის“ რიგებში. პირველი ტაიმის მიწურულს „ვესტ ჰემმა“ ანტონიოს გოლით გაათანაბრა, მაგრამ მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ედვარდ ნკეტიამ „არსენალს“ მოაგებინა.
ჩემპიონატის პირველ მატჩში „არსენალმა“ 3:0 გაანადგურა „ფულჰემი“. ლაკაზეტმა და ნკეტიამ იმ მატჩშიც შეძლეს გოლის გატანა.