ლონდონის „არსენალმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ესპანელ სპეციალისტთან განშორება განპირობებულია ამ სეზონში „მეთოფეთა“ არადამაკმაყოფილებელი შედეგებით.
ბოლო მატჩში „არსენალმა ევროპალიგის მეხუთე ტურში შინ წააგო „აინტრახტთან“ 1:2.
ემერიმ „არსენალი“ 2018-19 წლების სეზონის წინ ჩაიბარა – მან პოსტზე ლეგენდარული არსენ ვენგერი შეცვალა. შარშან, ემერის ხელმძღვანელობით „არსენალი“ მეხუთე ადგილზე გავიდა პრემერლიგაში, ასევე ითამაშა ევროპის ლიგის ფინალში, რომელშიც „ჩელსისთან“ დამარცხდა.
წლევანდელი პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ, „არსენალი“ ცხრილში მერვე ადგილზეა.