2025 წელს „არსენალი“ აპირებს, გააძლიეროს ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზი. ამ მიზნით ლონდონურ კლუბს სურს, „მილანის“ 26 წლის ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსისა და „ნიუკასლის“ 25 წლის ფორვარდის, ალექსანდერ ისაკის შეძენა. ამის შესახებ წერს Sky Sports-ი.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი რეინდერსს 50 მილიონ ფუნტად აფასებს. აღნიშნავენ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს ტომას პარტეის შემცვლელი. ამასთან, ისაკის შესაძენად „არსენალი“ მზად არის, 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ამ სეზონში რეინდერსმა ყველა ტურნირზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ისაკმა 13 მატჩში ხუთი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.