„არსენალმა“ ობამეიანგის გაყიდვა გადაწყვიტა, პრეტენდენტები არიან „ბარსელონა“ და „ინტერი“
ლონდონის „არსენალი“ მზად არის გაყიდოს თავისი კაპიტანი პიერ-ემერიკ ობამეიანგი.
მიმდინარე კონტრაქტით გაბონელი ფორვარდი კვირაში 230 ათას ევროს გამოიმუშავებს. ინგლისური კლუბი ცდილობდა ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებას, მაგრამ ობამეიანგი ითხოვს ხელფასის მნიშვნელოვან მომატებასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივას. ამ მომენტისთვის, „არსენალს” არც ერთი ამ პირობის შესრულება არ შეუძლია.
ერთი წლის შემდეგ, 30 წლის თავდამსხმელს უფასოდ წასვლა შეეძლება, ამიტომაც კლუბმა გადაწყვიტა მისი გაყიდვა და აღარ ცდილობს კონტრაქტის გახანგრძლივებას. „დეილი მეილის” ინფორმაციით, ობამეიანგის შეძენით „ინტერი“ და „ბარსელონა“ არიან დაინტერესებულები.
წელს, გაბონელს პრემიერლიგის 26 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.