„არსენალმა“ მოიგო, ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა
„არსენალმა“ მოიგო, ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტური ლონდონური დერბით დასრულდა, რომელშიც “კრისტალ პალასმა” “არსენალს” უმასპინძლა.

ამ მატჩში “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გაიმეორა ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი – ინგლისის ჩემპიონატში მწვრთნელის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. “კრისტალ პალასთან” მატჩი 810-ე იყო ფრანგი სპეციალისტისთვის. მომდევნო მატჩში, ვენგერი პრემიერლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, “არსენალი” 25-ე წუთზე მუსტაფიმ დააწინაურა, 49-ე წუთზე თაუნსენდმა გაათანაბრა, რასაც 62-ე და 66-ე წუთებზე ალექსის სანჩესის ორი გოლი მოჰყვა. 89-ე წუთზე ტომპკინსმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ “კრისტალ პალასმა” თამაში ვერ გადაარჩინა და 2:3 წააგო.

“არსენალი” 5 ტურია არ მარცხდება და მეექვსე ადგილზეა. ის მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.