„არსენალმა“ კალაფიორისთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„არსენალმა“ კალაფიორისთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ უახლოვდება „ბოლონიისა“ და იტალიის ნაკრების მცველის, რიკარდო კალაფიორის გაფორმებას.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა შეათანხმა 22 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ახლა „არსენალი“ და „ბოლონია“ განიხილავენ კალაფიორის სატრანსფერო ღირებულებას. იტალიური კლუბი თავის ფეხბურთელში დაახლოებით 50 მილიონ ევროს ითხოვს.

კალაფიორის ივნისში ჰქონდა დებიუტი იტალიის ნაკრებში, რის შემდეგაც ევრო 2024-ზე სამი მატჩი ჩაატარა ეროვნული გუნდის რიგებში.