ინგლისელი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი „ბორნმუთში“ გადავიდა.
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა ახალ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. უილშირი ამ კლუბში ადრეც თამაშობდა – 2016-17 წლებში იჯარის წესით.
29 წლის ნახევარმცველი შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ უკლუბოდ იყო დარჩენილი მას შემდეგ, რაც „ვესტ ჰემი“ დატოვა.
„ბორნმუთი“ ინგლისის ჩემპიონშიფში თამაშობს და 24 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.