„არსენალის“ მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი გაირკვა
„არსენალის“ მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი გაირკვა

ფრანგული „ნიცას“ მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ, შესაძლოა, ანალოგიური პოსტი ლონდონის „არსენალში“ დაიკავოს, – წერს ბრიტანული პრესა.

წყაროს ცნობით, ჟურნალისტები ლონდონური კლუბის დამრიგებლის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად სწორედ ფრანგ სპეციალისტს ასახელებენ.

ამ მომენტისთვის, „არსენალს“ სათავეში ფრედრიკ იუნგბერგი უდგას, რომელიც უნაი ემერის განთავისუფლების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია.

პატრიკ ვიეირა „არსენალში“ 1996-2005 წლებში თამაშობდა. დღეს 43 წლის ფრანგი „ნიცას“ ხელმძღვანელობს.