„არსენალის“ გულშემატკივრებს „ემირეიტსისთვის“ „არსენ ვენგერ სტედიუმის“ დარქმევა სურთ
„არსენალის“ გულშემატკივრებს „ემირეიტსისთვის“ „არსენ ვენგერ სტედიუმის“ დარქმევა სურთ

“არსენალის” გულშემატკივრებმა, რომლებიც მთელი სეზონი გამოდიოდნენ ჰეშთეგით – Wenger Out, ფრანგი სპეციალისტი ძალიან სწრაფად, მალევე შეიყვარეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვენგერმა წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

გულშემატკივრებს სურთ, ღირსეულად გააცილონ მწვრთნელი. მათ Change.org-ის პლატფორმაზე გაუშვეს პეტიცია “არსენალის” საშინაო არენისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

ექს-ფეხბურთელებს პოლ მერსონსა და ალან სმიტს მიაჩნიათ, რომ პატივისცემის გამოხატვის ყველაზე შესაფერისი ხერხი იქნება – სტადიონისთვის ვენგერის სახელის მინიჭება. საჭიროა, უარი ითქვას ამჟამინდელ დასახელება “ემირეიტზე” და არენას დაერქვას “არსენ ვენგერ სტედიუმი“.

„ეს მისი სტადიონია. ის აშენებდა მას. კლუბს შეუძლია არ თქვას უარი სპონსორის სახელზე და დაარქვას სტადიონს “ემირეიტს არსენ ვენგერ სტეიდუმი. მან ეს დაიმსახურა”, – წერია პეტიციაში.
არსენ ვენგერმა “არსენალში” 22 წელი იმუშავა, კლუბთან ერთად მოიგო პრემიერლიგის სამი ტიტული, შვიდჯერ ინგლისის თასი და ამდენივეჯერ – ქვეყნის სუპერთასი.