ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტური ტური „არსენალისა“ და „ლესტერის“ მატჩით დასრულდა და ლონდონელებმა ზედიზედ მეათე ოფიციალური მატჩის მოგება შეძლეს.
„ლესტერი“ ბელერინის ავტოგოლით 31-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მესუთ იოზილმა გაათანაბრა. მან პრემიერლიგაში 30-ე გოლი გაიტანა და ინგლისის ლიგის ყველაზე შედეგიანი გერმ
ანელი გახდა ისტორიაში – გაუსწრო იურგენ კლინსმანსა და უვე როსლერს.
მეორე ტაიმში „არსენალს“ გამარჯვება პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლმა მოუტანა – 3:1.
„არსენალს“ ზედიზედ შვიდი მოგება აქვს პრემიერლიგაში, რასაც ემატება ორი მოგება ევროპის ლიგაზე და ერთიც – ინგლისის ლიგის თასზე. ბოლოს გუნდმა ზედიზედ 10 ოფიციალური მატჩი 2007 წელს მოიგო. ამ სერიისას გუნდმა 30 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. 30 გოლიდან 8 ობამეიანგს ეკუთვნის.
ახლა უნაი ემერის გუნდს 21 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზეა და ლიდერებს – „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩება.