„არსენალის “ აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაძიდისმა თანამდებობა დატოვა და იტალიის „მილანში” გადავიდა სამუშაოდ, – აცხადებენ ინგლისური გუნდის პრეს-სამსახურში.
„მე მქონდა პატივი, ბოლო 10 წლის განმავლობაში თავი მიმეძღვნა ამ დიდი კლუბისთვის. „არსენალი” იწყებს გარდაქმნებს, მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გუნდს ეს გამოწვევა ღირსეულად მიეღო. ბევრი იფიქრებს, რომ უდროო დროს წავედი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს დროული იყო ჩემთვისაც და გუნდისთვისაც“, – ნათქვამია გაძიდისის განცხადებაში.
გაძიდისი „არსენალში“ 2008 წლის შემდეგ მუშაობდა, პირველი დეკემბრიდან კი “მილანში” იწყებს მოღვაწეობას.