„არსენალის“ 18 წლის ვუნდერკინდს ინგლისის ნაკრებში გამოიძახებენ #1TVSPORT
„არსენალის“ 18 წლის ვუნდერკინდს ინგლისის ნაკრებში გამოიძახებენ #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ფლანგის მცველი მაილზ ლუის-სკელი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. 18 წლის ვუნდერკინდის მიმართ უკვე იჩენს ინტერესს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი ყურადღებით აკვირდება ლუის-სკელის და მოხიბლულია მისი პროგრესით მიკელ არტეტას ხელში.

ასე რომ, ახლა ინგლისის ნაკრებში სერიოზულად ფიქრობენ მარტის სანაკრებო მატჩებისას ახალგაზრდა მცველის გამოძახებას.

ლუის-სკელიმ „არსენალის“ პირველ გუნდში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ლონდონური კლუბი უკვე ამზადებს ფეხბურთელისთვის ახალ კონტრაქტს.