„არსენალი“ ვინისიუსის ალტერნატივად ქენან ილდიზს განიხილავს #1TVSPORT

00:14, 09.08.2026

„არსენალი“ ინტერესს გამოთქვამს „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ქენან ილდიზი მიმართ, – წერს იტალიური გაზეთი La Stampa.

წყაროს ინფორმაციით, თურქი ლონდონური კლუბის პრიორიტეტული სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ვინისიუსის „რეალიდან“ გადაბირება.

ამჟამად „არსენალი“ შეტევის გასაძლიერებლად სხვა მაღალი დონის ფეხბურთელს ეძებს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად 21 წლის ილდიზი განიხილება.

იტალიური პრესა წერს, რომ „იუვენტუსი“ თურქი ფეხბურთელის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ „არსენალი“, მინიმუმ, 100-მილიონიანი წინადადებით გამოვა.

მსგავსი