„არსენალი“ „სელტიკის“ თავდამსხმელით დაინტერესდა
„არსენალი“ „სელტიკის“ თავდამსხმელით დაინტერესდა

„არსენალი“ ოდსონ ედუარის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული,  – იუწყება Football.london.

„სელტიკის“ ფრანგი ფეხბურთელი ბოლო სეზონში შესანიშნავ შედეგს აჩვენებს.

ოდსონ ედუარმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდსონ ედუარის შეძენა მილანის „ინტერს“ სურს.