„არსენალი“ პრემიერლიგის საუკეთესო შვიდეულში ვერ მოხვდა და ბოლო 25 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ასტონ ვილამ“ შინ 1:0 მოუგო „არსენალს“. ამ გამარჯვებით ბირმინგემულმა კლუბმა პირველად თებერვლის შემდეგ, გასავარდნი ზონა დატოვა.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ „არსენალი“ პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში TOP7-ში ვერ მოხვდება – ასეთი რამ 25 წელია არ მომხდარა. დღეისთვის, მიკელ არტეტას გუნდს 53 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა.
ბოლოს, ამაზე უარესი სეზონი „არსენალს“ 1994-95 წლებში ჰქონდა, როცა გუნდმა ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს, გუნდს სათავეში არსენ ვენგერი ჩაუდგა.