„არსენალი“ მზადაა, „ნაპოლის“ ოსიმენისთვის საჭირო თანხა გადაუხადოს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ნაპოლის“ 25 წლის ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შეძენით და მზადაა გადაუხადოს იტალიურ კლუბს ის თანხა, რომელსაც ნეაპოლელები საკუთარ ფორვარდში ითხოვენ. ამის შესახებ გამოაცხადა Ilario Radio-მ.
წყაროს ცნობით, ნიგერიელ ფეხბურთელს აქვს შეთანხმება „პარი სენ-ჟერმენთან“, რომლის მიხედვითაც, ის გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე „არსენალში“ გადასვლის შემთხვევაში.
ოსიმენმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ფორვარდის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.