ლონდონის „არსენალი“ რეალის თავდამხმელით არის დაინტერესებული, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, ლუკა იოვიჩის გუნდში გადმოყვანა მიკელ არტეტას ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტია.
2019/2020 წლების სეზონში ლუკა იოვიჩმა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალის“ 22 წლის სერბი ფეხბურთელის შეძენას ლონდონის „ჩელსიც“ შეეცდება.