ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა იანვრის სატრანსფერო „ფანჯრისას“, შესაძლოა კლუბი დატოვოს, – წერს ბრიტანული გაზეთი „სანი“. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს გერმანელი ფეხბურთელის რომელიმე კლუბში იჯარით გაშვებას.
„არსენალიდან“ არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ, იოზილმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მიმდინარე სეზონზე გერმანელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 140 წუთი გაატარა. ლონდონელები მზად არიან გადაიხადონ იოზილის ხელფასის ნაწილი, რომელიც კვირაში 350 ათას ფუნტს შეადგენს.
30 წლის გერმანელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. დღეისათვის, მისი სატრანსფერო თანხა 25 მილიონ ევროს უდრის.