„არსენალი“ ინგლისის თასს დაემშვიდობა
„არსენალი“ ინგლისის თასს დაემშვიდობა

ინგლისის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს „არსენალი“ და „საუთჰემპტონი“ დაუპირისპირდნენ.

ლონდონური კლუბი, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა – 0:1.

„საუთჰემპტონს“ გამარჯვება „არსენალის“ ნახევარმცველის, გაბრიელის ავტოგოლმა მოუტანა, რომელიც ლონდონელთა კარში შეხვედრის 24-ე წუთზე გავიდა.

ამგვარად, არტეტას შეგირდები ინგლისის თასს დაემშვიდობნენ, „საუთჰემპტონი“ კი რომელსაც რალფ ჰაზენჰიუტლემი ხელმძღვანელობს, ტურნირის მომდვნო ეტაპზე გავიდა.