„არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ობამეიანგის დუბლით გავიდა [ვიდეო]
ინგლისის თასის გათამაშებაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. „უემბლიზე“ გამართულ პირველ ნახევარფინალში „არსენალმა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“.
ორივე გოლის ავტორი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელმაც მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში, 71-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა.
„არსენალი“ თავის ისტორიაში 21-ედ გავიდა ინგლისის თასის ფინალში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეს გუნდი ასევე რეკორდსმენია ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით – 13.
მეორე ნახევარფინალი კვირას, ასევე „უემბლიზე“ გაიმართება – ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.