ლონდონის „არსენალი“ ინტერესს გამოთქვამს ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს მიმართ. ფეხბურთელზე უფლება „ბარსელონას“ გააჩნია.
იტყობინებიან, რომ 27 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებში ჩაებმება „ბარსელონას“ ყოფილი სპორტული დირექტორი რაულ სანლეი, რომელსაც დღეს ანალოგიური პოსტი უკავია ლონდონურ კლუბში.
ცნობილია, რომ ბრაზილიელით ასევე დაინტერესებულები არიან – „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და „ლესტერი“.
ამ სეზონში კოუტინიო იჯარის წესით თამაშობს „ბაიერნში“. მან 32 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცხრა გოლი გაიტანა.